აკნე არის თმის ფოლიკულების და კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადება, რომელიც გვხვდება მოზარდების დაახლოებით 80%-ში.როგორც წესი, გამონაყარი ჩნდება სახეზე, მაგრამ ხანდახან ისინი აზიანებენ გულმკერდის ზედა ნაწილს და ზურგს. ადრე დადგინდა, რომ მემკვიდრეობითი მიდრეკილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს აკნეს წარმოქმნაში. მეცნიერთა დიდი საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ აკნე მართლაც დიდწილად გენების ბრალია.
მკვლევრებმა გააანალიზეს 20 ათასზე მეტი აკნეს მქონე პაციენტის გენომის სრული გაშიფვრის შედეგები მთელი მსოფლიოდან და შეადარეს ისინი თითქმის 600 ათასი ადამიანის გენეტიკურ მონაცემებს, რომლებსაც ეს დაავადება არ აღენიშნებოდა.
გამოვლინდა აკნეს მქონე პაციენტებში, 29 ახალი გენეტიკური ვარიანტი. გარდა ამისა დადასტურდა, ადრე გამოვლენილი 17 გენეტიკური ვარიანტიდან 14 დაკავშირებულია დაავადებასთან. ამრიგად, ამჟამად ცნობილია 46 გენი, რომელთა მუტაციები ზრდის აკნეს რისკს. ასევე გამოვლინდა კავშირი აკნეს გენეტიკურ რისკსა და დაავადების სიმძიმეს შორის – რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მძიმეა დაავადება. გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენეტიკური კავშირი აკნესა და კანისა და თმის სხვა დაავადებებისადმი მიდრეკილებას, ასევე ჰორმონალურ და ფსიქიკურ დარღვევებს შორის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი აღმოჩენები საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ აკნეს გამომწვევი მიზეზები და ვიპოვოთ ახალი მიდგომები ამ დაავადების სამკურნალოდ. განაგრძეთ კითხვა: