გადადგება თუ გადააყენებენ – შექმნილი კრიზისის გამო, მცირე ჯგუფებად დაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს

გადადგება თუ გადააყენებენ – შექმნილი კრიზისის გამო, მცირე ჯგუფებად დაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ნიკა მელიას პირდაპირ ეთერში გარიცხვას პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერები ამორალურად მიიჩნევენ.
მოქმედი თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა გუშინ დააყენა პარტიის საორგანიზაციო მდივანმაც. გიორგი მუმლაძემ ხაბეიშვილს, რომელსაც შიდა განხეთქილებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს, გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა მისცა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” რომ კრიზისია, ეს დაადასტურა “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი თანამდებობის პირმა, ბატონმა მუმლაძემ. ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმ უმოქმედობაზე, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში მოხდა, იმ არასინდისიერ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღეს პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ვიხილეთ და სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო, როდესაც მან პარტია დაატოვებინა, განსხვავებული აზრის გამო. ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ახალი ,” – აცხადებს გიორგი პატარაია.
ხაბეიშვილის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროება არ არსებობს. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილი არ დატოვებს თავის პოსტს.
“არასერიოზულია ეს განცხადებები. ლევან ხაბეიშვილი არ დატოვებს თავის პოსტს, რადგან ამის არავითარი მიზეზი არ არსებობს. ის არის პარტიის თავმჯდომარე, პასუხისმგებლობა აიღო და დასაფასებელია მისი ეს პოლიტიკური ნაბიჯი,” – ამბობს დავით ხაჯიშვილი.
ავტორი: მაკა გოგებაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს