გადადგა ჰარვარდის უნივერსიტეტის პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი

გადადგა -ის ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კლოდინ გეი.
ის იყო პირველი აფროამერიკელი მეცნიერი, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს. პოსტზე მან ნახევარ წელზე ნაკლები დაჰყო.
გადადგომამდე ის მძაფრად გააკრიტიკეს ებრაელი სტუდენტების მიმართ ბულინგისთვის და ბრალად დასდეს ასევე პლაგიატი.
ჰარვარდს მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის რეიტინგში ხშირად უკავია მაღალი ადგილი. 2023 წელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასსა და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის ზოგიერთი უნივერსიტეტი დაადანაშაულეს იმ სტუდენტების წაქეზებაში, რომლებიც ჰამასს ემხრობოდნენ და ანტისემიტური განცხადებებით გამოდიოდნენ. ჰარვარდი იმ 14 კოლეჯს შორის აღმოჩნდა, რომელთა მიმართაც სტუდენტების დისკრიმინაციის გამო აშშ-ის განათლების სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხებოდა პირველ რიგში ისრაელელ სტუდენტებს.
კონგრესის მოსმენებზე გეიმ პირდაპირ არ გასცა პასუხი შეკითხვას, არის თუ არა უნივერსიტეტის წესების დარღვევა ებრაელთა გენოციდისკენ მოწოდება.
გეის გარდა, პირდაპირ დასმულ შეკითხვას ასევე არ უპასუხეს პენსილვანიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლიზ მეგილმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სალი კორნბლიუტმა. 70-ზე მეტმა კონგრესმენმა დაწერა ღია წერილი მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
ამის შემდეგ გეის ნაშრომებში მიაკვლიეს პლაგიატის ნიშნებს. 1998 წელს მის მიერ დაცულ სადოქტორო ნაშრომში აღმოაჩინეს არასწორი ციტირების ნიშნები, რაც ზოგიერთმა მკვლევარმა პლაგიატად ჩათვალა.
„ჰარვარდის კორპორაციამ”, ასევე სასწავლო დაწესებულების პროფესორებმა და კურსდამთავრებულებმა გეის დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაგრამ მან გადადგომა ამჯობინა და თქვა, რომ უნივერსიტეტის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი