გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, დენის შმიჰალი

უკრაინაში თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიჰალმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა.
უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, პარლამენტი მათ განცხადებებს უახლოეს დღეებში განიხილავს.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე დენის შმიჰალი 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა, მანამდე იგი ხუთ წელზე მეტი დროის განმავლობაში უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. იანვრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ შმიჰალს შესთავაზა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობები.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა მიხაილო ფედოროვს, რომელიც 2019 წლიდან მსახურობს ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის პოსტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა