გადაარწმუნებს მაკრონი მბაპეს? – დღეს ელისეის სასახლეში შეხვედრა შედგება

Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე სადილზე დაპატიჟა.
დღეს ელისეის სასახლეს ფეხბურთელთან ერთად კატარის ემირი და პარიზული გუნდის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფიც ეწვევიან.
მედიაში უკვე დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ მაკრონმა შესაძლოა, მბაპეს გადარწმუნება სცადოს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის “რეალს” შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთხელ, 2022 წელს უკვე შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში