,,გაგცემთ ხალხი პასუხს თქვენც და ოცნებასაც ოთხში. შეგვეშვით რა” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ამაოა ლელოს და მათი მხარდამჭერ/ექსპერტების მიერ კალაძის მორიგ გამერებაზე პასუხისმგებლობის შეტენვა არჩევნების ბოიკოტის მომხრეებისთვის. არავინ არ შეიტენის და ვერ შეტენით. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ აქტად აქცია, თქვენი აგრესიული შეტევები და მოთხოვნა სხვების მიმართ, რომ მათაც ისევე გაისულელონ თავი, როგორც თქვენ ისულელებთ, კომიკური და ცოტა ამორალურია. თბილისის 1 მილიონი ამომრჩევლიდან 80% თუ უარს ეტყვის არჩევნებს, კალაძე და ქოცი ივლის თავსლაფდასხმული და კიდევ უფრო გასაძაგლებული. დიახ, არჩევნების ტოტალური ბოიკოტი არის სწორი ნაბიჯი და ნუ ატყუებთ ხალხს, რომ მათი არმისვლით ქოცი რამეს იგებს. ქოცმა კარგა ხნის წინ აგვიყირავა მაგიდა და ვინც ამას არ იმჩნევს და სახლობანას თამაშს განაგრძობს, საცოდავად გამოიყურება. ნუ ცდილობთ აგრესიულად ადამიანებზე ზეწოლას, რომლებმაც სხვა გზა აირჩიეს, თორემ მერე გიპასუხებთ ვინმე შესაბამისად და დაიწყებთ მოთქმას, გვლანძღავენო. გაგცემთ ხალხი პასუხს თქვენც და ოცნებასაც ოთხში. შეგვეშვით რა.”

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?