გაგრელი, რომელიც ქართველმა ექიმებმა ფეხზე დააყენეს, ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯაშუშად“ გამოაცხადეს

ოკუპირებული გაგრის მკვიდრს, 47 წლის კახა მურადოვს ანკლავში, 10-დან 15 წლამდე „პატიმრობა“ ელის. აფხაზეთში ს საოკუპაციო რეჟიმმა, მურადოვი, გაგრაში, საკუთარ სახლში „ჯაშუშობის“ ბრალდებით, აპრილის ბოლოს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა მურადოვის „აღიარებითი ჩვენებაც“, სადაც ნაცემი მურადოვი ყვება, რომ თითქოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „გადაიბირა“ და 1999 წლიდან, თბილისის „სასარგებლოდ“ „ჯაშუშობდა“.
კახამაც და თბილისში, კლინიკამაც სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა მკურნალობის ფაქტი გაასაჯაროვეს. აქაურ რეჟიმს როცა დასჭირდა ეს ფაქტი გამოიყენა, თან, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ თბილისში დადიოდა ექიმებთან და მარტივად შეუკერეს საქმე“
როგორც „ამერიკის ხმას“ ოკუპირებული დან აცნობეს, კახა მურადოვს წლების მანძილზე, ჯამრთელობის უმძიმესი პრობლემები ჰქონდა, დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი, არ შეეძლო მოძრაობა. სოხუმში და რუსეთში უშედეგო მკურნალობის შემდეგ, იგი 2019 წელს, თბილისში ჩამოვიდა, სადაც ხანგრძლივი, რთული მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა ფეხზე ხელახლა დააყენეს.
„როგორც ვიცი, სიმაღლიდან ჩავარდნის გამო, გაუსაძლისი ტკივილები და უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. თვითონაც და გარშემო არავის სჯეროდა რომ ფეხზე დადგებოდა. ცუდად უმკურნალეს, ოპერაციაც არასწორად გაუკეთეს და პრაქტიკულად ვერ მოძრაობდა.
შემდეგ თბილისში ჩავიდა და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა გადაარჩინეს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ოკუპირებულ ანკლავში მცხოვრებმა ლაშა ს-მ (უსაფრთხოების მიზნით ვინაობა შეცვლილია).
„რა თქმა უნდა არ მჯერა, რა ინფორმაციაც აქაურმა რეჟიმმა გაავრცელა და რასაც მურადოვი ყვება ე.წ აღიარებაზე, რომ თითქოს „ჯაშუში“ იყო. რა „ჯაშუში“? კვდებოდა კაცი, ვერ დადიოდა“ – გვეუბნება ლაშა.
„ჯერ ერთი აბსურდია, რომ 1994 წელს, საქართველოს -ს თანამშრომელი იყოო. რანაირად? 16-17 წლის იყო მაგ დროს. თან ომის მერე შსს-ს თანამშრომელი როგორ იქნებოდა? მეორე, როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქეც არ არის. მაგიტომაც, ქართული პასპორტი ვერ უპოვეს და ათქმევინეს, რომ თითქოს, „ქართველ ნათესავებთან ჰქონდა დამალული“. სხვა აბსურდულ ბრალდებებზე არ შევჩერდები. სრული ბოდვაა.
1994 წელს, საქართველოს შსს-ს თანამშრომელი იყოო. რანაირად?! 16-17 წლის იყო მაგ დროს. თან ომის მერე შსს-ს თანამშრომელი როგორ იქნებოდა? მეორე, როგორც მე ვიცი, საქართველოს მოქალაქეც არ არის
ჩემი აზრით, კახამაც და თბილისში, კლინიკამაც სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა იქ მკურნალობის ფაქტი გაასაჯაროვეს. როგორც წესი სოხუმიდან, გაგრიდან, გალიდან თბილისში ჩასული აფხაზი თუ ქართველი პაციენტები ვინაობას მალავენ, ასე საჯაროდ აფიშირებას ერიდებიან. აქაურ რეჟიმს როცა დასჭირდა ეს მკურნალობის ფაქტი გამოიყენა, თან, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ თბილისში დადიოდა ექიმებთან და მარტივად შეუკერეს საქმე“ – ამბობს ლაშა.
„რაც მოვისმინე სრული აბსურდია. რა ავტორიტეტი ჰქონდა მურადოვს, რომ ოკუპირებულ მიწაზე ვინმე გადაებირებინა? ადრე მგონი, ელექტრიკად მუშაობდა“ – გვითხრა ოკუპირებული გალის მკვიდრმა დათო ბ-მ (უსაფრთხოების მიზნით ვინაობა შეცვლილია), რომელსაც ანკლავში ჩასვლა ხშირად უწევს.
„აფხაზებს დასჭირდათ, რომ ქართველი მტრის ხატი აქაურ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინათ. ეს ამბები დაემთხვა სოხუმში ს მოხსნას და ღია საუბრებს, რომ რუსეთმა შეიძლება აფხაზეთი, საქართველოსთან კონფედერაციაში გააერთიანოს.
“ეს რა თქმა უნდა ბოდვაა, მაგრამ აფხაზებს ამის აქ ძალიან ეშინიათ. მურადოვის დაჭერით რუსებმაც და აფხაზებმაც ასევე ღიად დაარტყეს, უფასო სამედიცინო პროგრამას და სერვისებს, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრებლებს თბილისი სთავაზობს“-ამბობს დათო.