გაგრაში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე საბაგირო ჩაწყდა – დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

ოკუპირებულ გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე 3 თებერვალს საბაგირო ჩაწყდა. შედეგად ს მოქალაქე, აფხაზეთში ორენბურგის ოლქიდან ჩასული 28 წლის კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას Апсныпресс-ი ს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“28 წლის კაცი საბაგიროთი გადაადგილდებოდა. რაღაც მომენტში საბაგირო ჩაწყდა და კაცი სიმაღლიდან ჩავარდა”. – თქვა ე.წ. სამინისტრომ.
დაღუპულის ცხედარი აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.