გაგიჟდნენ და გადაირივნენ – 1 მილიარდი ვინისიუსის გამოსასყიდად!

Globo-ს მტკიცებით, ს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (PIF) წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქვეყნის სპორტის სამინისტროს სახელით ვინისიუს ჟუნიორთან და მზად არიან ბრაზილიელი 1 მილიარდ ევროდ გამოისყიდონ, რათა ის “ალ-ახლიში” გადავიდეს.
The Athletic-ის ცნობით, მოლაპარაკებები ერთი თვეა მიმდინარეობს, ვინისიუსი შეთავაზების მოლოდინშია, “რეალი” მის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ კონტრაქტში 1-მილიარდიანი კლაუსულას პუნქტია შეტანილი. ვინისიუსი “ბლანკოსთან” ხელშეკრულებით 2027 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, საუდის არაბეთის კლუბი კი ხუთი წლით თავიანთ გუნდში გადაბარგებას შესთავაზებს.
ეს შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი, ხოლო ვინისიუსი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.
“მარკა” იტყობინება, რომ ჯერ “რეალი” და ვინისიუსი უარზე არიან, თუმცა საკითხვია, გაუძლებენ თუ არა ბოლომდე ცდუნებას?