გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია შემოგვიერთდა, მან გუნდში ბევრი სიახლე შემოიტანა – დეზირე დუე

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა (UNFP) ხვიჩა კვარცხელიას თანაგუნდელი დეზირე დუე საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. დაჯილდოებაზე დუემ ქართველ თანაგუნდელზეც ისაუბრა.
„ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან კარგი და წარმატებული სეზონის კულმინაციაა. ძალიან ბედნიერი ვარ და ნდობისთვის მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტს, მწვრთნელს, ჩემს თანაგუნდელებსა და მთლიან პერსონალს. ვუსურვებ უამრავ ტიტულს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. ეს ჯილდო რომ მივიღე, მათი დამსახურებაა – ჩვენ შესანიშნავ გუნდი ვართ, დიდ სიამოვნებას ვიღებთ ერთად თამაშით.
ჩემ გვერდით შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. გაგვიმართლა, რომ ზამთარში შემოგვიერთდა. ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელმაც გუნდში ბევრი სიახლე შემოიტანა.
ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენში“ ჯანსაღი კონკურენციაა. ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვცდილობთ, უკეთესები გავხდეთ და ეს საბოლოოდ ძლიერ გუნდად გვაქცევს“.
1tv.ge