გაგა გოგსაძე: მაჩაბლის პირველში მდებარე, საქ.მწერ-კავშირის ერთ-ერთ ფართში მდებარე სილამაზის სალონი მაყვალა გონაშვილის ასულის საკუთრებაა. ფაქტი უტყუარია და მას…

“მაჩაბლის პირველში მდებარე, საქ.მწერ-კავშირის ერთ-ერთ ფართში მდებარე სილამაზის სალონი მაყვალა გონაშვილის ასულის საკუთრებაა. ფაქტი უტყუარია და მას ზემოთხსენებული ობიექტის თანამშრომლები ადასტურებენ. სხვა შენობებისაგან განსხვავებით, სილამაზის სალონის ქირავნობის დოკუმენტი არ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გონაშვილმა საკუთარი შვილის ბიზნესს ფართი, დიდი ალბათობით უსასყიდლოდ დაუთმო.
გამგებმა გაიგოს და შეკითხვა მიიღოს: არაუშავს? ჩემთვის ანა კალანდაძის ეპიგონი და თქვენთვის ქართული მწერლობის “დედა” სისხლის სამართლის სავარაუდო დამნაშავეა. დადექით ახლა და კიდევ გამოუცხადეთ სოლიდარობა მაყვალას. ციხეში უსამართლოდ, სამშობლოს სიყვარულისათვის გამოკეტილ უნიჭიერეს ქართველებზე კი სიტყვაც არ დაძრათ.#თავისუფლებასინდისისპატიმრებს!” –  წერს სოციალურ ქსელში პოეტი გაგა გოგსაძე.