გაგა გოგსაძე: ვერ მაიძულებთ, რომ ოდესმე მოთვინიერებული სიტყვებით ვწერო

პოეტი გაგა გოგსაძე სოციალურ ქსელში წერს:
თავისუფალი სიტყვისა და ზოგადად, ქვეყნის დამსამარებელ ქართულ ოცნებას სძულს საქართველო. თქვენ შეგიძლიათ დამაპატიმროთ, მაგრამ მე ვერასდროს ვიქნები პოეტი, რომლის სულსაც ტუსაღად აქცევთ. ვერ მაიძულებთ, რომ ოდესმე მოთვინიერებული სიტყვებით ვწერო.
მონები
მონები ახლა ჯალათურად სტყორცნიან შუბებს,
სიცარიელით იდღაბნიან პირხმელ იერებს.
ცას ადნობს მიწა, ჭაობადაც კი შეაგუბებს,
რომელშიც გველი ქართულ სიტყვას ათვინიერებს.
შენი დუმილით რომ სისინებს, სწორედ ის გველი,
მალე შენშივე სინათლის ტყეს გაამეჩხერებს
და სინანული ვერ გიშველის შენ დამდაგველი,
შეუერთდები დიდი კვდომის პატარა ერებს.
მონები ახლა ისე ჰგვანან სიტყვის მსაჯულებს,
როგორც ტყუპსცალს ტყუპისცალი უშნო ნაკვთებით.
მიწა ცას ადნობს, შეაგუბებს და მოარჯულებს,
ოცნების ჭაობს მდუმარებით ნუ შეაკვდებით!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში