გაგა გოგსაძე: ეს არის დაღუპვა, ეს უბედურება და ქართული კულტურის კატასტროფაა

პოეტი გაგა გოგსაძე სოციალურ ქსელში წერს:
ახლა დღევანდელ ფოტოებს ხედავთ. ქვეყნის ეროვნული თეატრის სცენაზე დედოფლად აღზევებული საქ-მწერ-კავშირის მარადიული თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი.
სახელმწიფო, მწერალთა ქონების სავარაუდო ქურდი და მიმთვისებელი. მას ქართველ ხელოვანთა დიდი ნაწილი ტაშს სიყვარულით უკრავს. ეს არის დაღუპვა, ეს უბედურება და ქართული კულტურის კატასტროფაა.
მთლად რომ ახალი ვეფხისტყაონი, ღვთაებრივი კომედია და ილიადა დაწეროს, კაპიკია მდუმარებაში მყოფი, შუაშისტ-შემგუებელი ხელოვანის ფასი. ისტორია კი, დროულად, იმ კაპიკს კიდევ უფრო უფასურს გახდის. ახლა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ისინი კი შემდეგ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში სხვისი თავისუფლების, სხვისი დროისა და ენერგიის, სხვისი ჯანმრთელობის, ასევე სხვისი სიცოცხლის ფასად მოპოვებული კეთილდღეობით დატკბებიან ისე, რომ თავიანთი სინდისის ჭიდან ჭიქა წყალსაც კი არასდროს დალევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს