ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის სტუმარი “Facebook live”-ში, ასევე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია იყო. მათ შეხვედრისას სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის ქართულ პოლიტიკაზე და ოპოზიციაზე.
გაბუნიას შეკითხვაზე, თუ – “რომელი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელიც გულით გინდა ხელისუფლებაში იყოს? მოსახლეობაში ფიქრობ რომ არის ვინმე ისეთი ვისაც სურს მელია იყოს ხელისუფლებაში?”
დეა მამისეიშვილმა უპასუხა, რომ “ოცნების საპირწონედ აუცილებლად მისცემდა ხმას ნიკა მელიას…”
“ეს არის კატასტროფული პასუხისმგებლობა, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ გაუმკლავდება მელია. ახლა რომ არჩევნები იყოს და მელია წარედგინათ კანდიდატად მერობაზე, მე ხმას არ მივცემდი. მელია საქმეს ვერ გააკეთებს, წარმოდგენაც არ მინდა,” – ასე შეაფასა გიორგი გაბუნიამ მამისეიშვილის არჩევანი, რასაც “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია ვიდეოს კომენტარებში გამოეხმაურა.
“გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა. ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც,” – წერს ნიკა მელია.
აღნიშნულს უპასუხა დეა მამისეიშვილმა: “Nika Melia ჩემს სიცოცხლეში სახე არ დამიკარგავს, არც კრიტიკულ არხზე მუშაობისას და არც სამთავრობო არხზე, ყველაზე კარგად უნდა გახსოვდეს ეგ. ჩემს შეფასებაში ფრთხილად, ნიკა. კრიტიკის მიმღებლობა არ არის ცუდი რამე, შეგიძლია მეკამათო და არ დამეთანხმო, მაგრამ, ამ შეფასებას არასდროს მივიღებ. ყველგან საუბარი შემიძლია და ყველაფერზე, ვერავინ ამიკრძალავს.”
ნიკა მელია: “Dea Mamiseishvili ყველასთან საუბარი რომ შეგიძლია, ეგ სიტყვის თავისუფლების ნაწილია და ამ საუბრის შედეგად, რომ შენი შეფასების უფლება ასევე ყველას აქვს. სახე ანახეთ, რომელიც ჯობდა არ გენახებინათ, მავნებლობა გააკეთეთ და ახლა ამაზე კომენტარებიცა და შეფასებებიც აიტანეთ.
ვინმეს თუ თქვენი სამზარეულოს მრავლისმთქმელი დიალოგი მოეწონა, ალბათ მაგასაც დაგიწერენ, ოცნების ადგილას ბედნიერი ვიქნებოდი – იმედზე მოგცემდით ეთერს.”
დეა მამისეიშვილი: “Nika Melia იმედზე რომ მნახავ ან ქოცებთან დაახლოებულ ჯგუფთან, მაგ დღეს ელოდე შენ. არც მათ ვუჭახუნებ ჭიქებს და არც მათთან “სხოდკებით” გამოვირჩევი. რა ცუდია, ნიკა, ერთი კობახიძემ მიხსენა სახის დაკარგვა და მეორე შენ. წარმატებები და თავისუფლება.”