გაბრიელიუს ლანდსბერგისი – 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთიდან მასობრივი დეპორტაციები დაიწყო, ეს მოგონება გვეხმარება, მსგავსი აღარ განმეორდეს არც ჩვენს და არც სხვა ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 75 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად კი – , მოლდოვა და საქართველო დაასახელა.
„მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და -ს მადლობა გადავუხადო ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ლიეტუვის უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებად გახდომისთვის.
დღეს ის თარიღია, როდესაც სევდიანი ისტორიის 75 წელს ვიხსენებთ, რადგან 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მასობრივი დეპორტაციები დაიწყო. როდესაც ათიათასობით და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ციმბირში გადაასახლეს და მთელი ცხოვრების იქ გატარება აიძულეს, ბევრმა მათგანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ეს მოგონება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რასაც დღეს ვაფასებთ. უსაფრთხოება, თავდაცვა, კეთილდღეობა, რომელთა მიღწევაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევძელით და ასევე, ვუყურებთ მომავალს, რომ ეს აღარ განმეორდეს, არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხნენ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ასევე დაგაინტერესებთ