გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩვენ ვართ რუსთაველის მომიტინგეები ევროპაში

„ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოგვთავაზეთ სანქციები, ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად. მე მაშინვე განვაცხადე, რომ არსებობს პოლიტიკური სიმბოლიზმი, რომელიც აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია.
თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით 27 ქვეყანას შორის, მაშინ ჩემს ყველაზე პატარა ქვეყანას შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ქვეყანას, სადაც მოსახლეობა, არ ვიცი, 60 მილიონი, 40 მილიონია… ასე რომ, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, იქნებ მათ ჰქონდეთ საკმარისი არგუმენტები, რომ მოგვბაძონ. და ეს მოხდა. ფაქტობრივად, შემდეგ, მოგვიანებით, გერმანიაც კი შეუერთდა განსხვავებული ზომით. ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს.
ჩვენ ვართ რუსთაველის მომიტინგეები ევროპაში. ჩვენ შეიძლება ვერაფერი შევცვალოთ, მაგრამ ვიღებთ დროშას და მხოლოდ ქუჩაში გავდივართ და ვითხოვთ სამართლიანობას“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ფოტო: დავით კაჭკაჭიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია