გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საბჭოთა… თუკი ერთად ვიქნებით, ყოველთვის გავიმარჯვებთ. გმადლობ, საქართველოვ!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიდეომიმართვით ულოცავს ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. თავის სიტყვას ის ასე იწყებს:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს თავისუფლების მოყვარულო ხალხო, მოხარული ვარ გადმოგცეთ ეს გზავნილი თქვენი ლიეტუველი ძმებისა და ძმებისგან. ჩვენც ვზეიმობთ თქვენს დამოუკიდებლობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ მის დაცვაში“.
ლანდსბერგისი იხსენებს, რომ ლიეტუვისა და საქართველოს მსგავსად, ბევრი რესპუბლიკა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიბადა:
„ეს არის ის, რასაც ყველანი ვზეიმობთ ასეთ დღეებში – დამოუკიდებლობის მოპოვებას იმპერიისგან, რომელიც გვთრგუნავდა. თუმცა, დასავლეთში ბევრმა არ იცის და არ ესმით, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს დამოუკიდებლობის ორი დღე აქვთ. შემოიჭრა ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში და დანიშნა თავისი მარიონეტები, რომ კვლავ დავეთრგუნეთ. ამიტომ, ჩვენ მეორედ მოგვიხდა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომ აღგვედგინა დამოუკიდებლობა, რომელიც მათ გაანადგურეს“.
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირი რეალურად არა სახელმწიფოთა კავშირი, არამედ „რუსეთი კვლავაც იმპერია იყო. ჩვენ მისი მტრები ვიყავით და არა მოკავშირეები. ჩვენ იქ არ გავერთიანებულვართ, არამედ მოხდა ჩვენი ოკუპაცია. დასავლეთში ჩვენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს გვიწოდებენ, მაგრამ ეს სიცრუეა. ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საბჭოთა“.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ მოსკოვში იციან ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ნამდვილი ისტორია:
„ეს მათ აშინებთ, რადგან ეს ჩვენი გამარჯვებისა და მათი დამარცხების ისტორიაა. ეს მათ იმდენად აშინებთ, რომ ცდილობენ ჩვენი სიმამაცის მტკიცებულების წაშლას, ჩვენი გამარჯვების მტკიცებულების წაშლას და თავიანთი სისასტიკის მტკიცებულების წაშლას“.
ლიეტუველ დიპლომატს სჯერა, რომ რუსეთს არ შეუძლია იმ ფაქტის შეცვლა, რომ “რაც არ უნდა გააკეთონ, ჩვენ არასდროს დავნებდებით. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“.
ლანდსბერგისი აღნიშნავს უკრაინელების ბრძოლის მნიშვნელობას:
„ლიეტუველებსა და ქართველებს დღეს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც იბრძვიან იმავე მტრის წინააღმდეგ. მოდით, მადლობა გადავუხადოთ მათ ევროპისა და ყველა ჩვენგანის თავისუფლების დაცვისთვის. 2014 წელს უკრაინელებმა დაიცვეს თავიანთი ღირსება უდიდესი თავგანწირვის ფასად. 2022-ში მათ დაიცვეს თავიანთი დედაქალაქი უდიდესი გმირობით. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას თვითმყოფადობის დასაცავად, რადაც უნდა დაუჯდეთ. კრემლი ყოველთვის იცრუებს, მაგრამ უკრაინელები ფარდას ხდიან სიმართლეს. დაე, მსოფლიომ ისმინოს ეს სიმართლე ხმამაღლა და მკაფიოდ. რუსეთის მეზობლებს სურთ დამოუკიდებლობა და არა ანექსია“.
ვიდეომიმართვის დასასრულ, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ხალხის ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას:
„თქვენც, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი აჩვენებთ მსოფლიოს იმავე სიმართლეს. დიდი პიროვნული რისკის ფასად, თქვენ აჩვენებთ თქვენს დაპირისპირებას რეპრესიასთან. თქვენ უარს უცხადებთ კორუფციასა და რუსეთის ზეგავლენას. თქვენ უპირისპირდებით სისასტიკეს შეურიგებლობით. და, ჩვენ არ მიგატოვებთ, ვინაიდან არავის სურს მესამე დამოუკიდებლობის დღე – ყველა ჩვენგანი შეუპოვრად იბრძვის, რომ ეს აღარ დაგვჭირდეს. თუკი ერთად ვიქნებით, ყოველთვის გავიმარჯვებთ. გმადლობ, საქართველოვ! სიყვარული და სოლიდარობა ლიეტუვიდან“.
საქართველოს არაერთმა ევროპელმა ლიდერმა მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. მათ შორის იყვნენ “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების” გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერები. ფრიდრიხ მერცის, დონალდ ტუსკისა და ს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ქართველი ხალხისადმი მიმართვაა, აღნიშნულია:
“მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე.
გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”.
საქართველოს ხალხს ქართულ ენაზე გამოქვეყნებული განცხადებით მიულოცა 26 მაისი უკრაინის პრეზიდენტმა მ:
“ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება ს!“