გაბრიელიუს ლანდსბერგისი – შევაფერხეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა უკრაინელებს ვთხოვთ, ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის ტერიტორიაზე ს მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება და უკრაინის მიმართ დასავლეთის პოლიტიკას აკრიტიკებს.
„ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს ხელჩამოშვებული ისხდნენ, სანამ ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა. ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს და ამ ყველაფერს არავითარი გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს ში, 150-ზე მეტი რაკეტისა და დრონის გამოყენებით, მასიური თავდასხმები განახორციელეს. არიან დაღუპულები, დაშავებულები და უგზო-უკვლოდ დაკარგულები. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე ელექტროსადგურები, ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი და საცხოვრებელი კორპუსები იყო. დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეში მდებარე „დნიპროს ჰიდროელექტროსადგურზე“, სადაც მაშველები ხანძარს ებრძვიან. თავდასხმების გამო, ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ასევე დაგაინტერესებთ