გაბრიელიუს ლანდსბერგისი – როდესაც ვხედავთ როგორ გამოათრევენ ადამიანს ხალხის მასიდან, სასტიკად სცემენ, ეს ყოველთვის მთავრობის პასუხისმგებლობაა – ამ სურათების ყურება შემზარავია

როდესაც ვხედავთ როგორ გამოათრევენ ადამიანს ხალხის მასიდან, სასტიკად სცემენ, ისე რომ საავადმყოფოში უწევთ თვეების გატარება, ეს ყოველთვის მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მსგავსი რაღაცები არ ხდებოდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს სურათები შემზარავია, რაზეც დღევანდელ შეხვედრებზეც დაისვა საკითხი.
“ნამდვილად საშინელი და შემზარავია ამ სურათების ყურება, დღეს ყველა ჩვენი საუბრის დროს საკითხი წამოყენებული იყო. არა უბრალოდ შეშფოთებულები ვართ, გვსურს ქმედებები განხორციელდეს.
მოვისმინეთ ისეთი არგუმენტები, რომ “ბრბო ძალადობრივი ხდება” და სხვა მსგავსი არგუმენტები, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში რწმენა არსებობს, რომ სახელმწიფოს გააჩნია ძალადობაზე მონოპოლია, შესაბამისად, არასდროს არ იქნება ტოლობის ნიშანი იმას შორის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან უნდა გააკეთოს ხალხმა და რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს. სახელმწიფოს უფრო მეტი ვალდებულებები გააჩნია, ვინაიდან, მას გააჩნია იარაღი, პოლიცია, სამხედროები…
ასე რომ, ნათელია, როდესაც ვხედავთ ადამიანს როგორ გამოათრევენ ხალხის მასიდან, სასტიკად სცემენ, ისე რომ საავადმყოფოში უწევს თვეების გატარება, ეს ყოველთვის მთავრობის პასუხისმგებლობაა – უზრუნველყოს, რომ მსგავსი რაღაცები არ ხდებოდეს”, – განაცხადა მან.
ლინდსბერგისმა ასევე ისაუბრა მომავალი საპარლამენტო ს კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ დაშინებებს შეუძლია გავლენა იქონიოს არჩევნების ორგანიზების ფორმაზე.
„გონებაში, დამატებითი რამ უნდა გვქონდეს ფოკუსში და არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ამ წლისთვის – ეს არის მომავალი არჩევნები საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და კანონი, რომელსაც აქ განვიხილავთ, მიმართ დაშინებებს შეუძლია გავლენა იქონიოს არჩევნების ორგანიზების ფორმაზე. ასე რომ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოქტომბერში არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და დააკმაყოფილებს ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებს, რომლისკენაც კანდიდატი ქვეყნები მიისწრაფიან”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება – დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

დავით რაქვიაშვილი – თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო რუსეთს გადაუფორმოს – ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს