გაბრიელიუს ლანდსბერგისი – კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაიხსნა, ჩვენ ამას დიპლომატიურ ზეწოლას ვუწოდებთ, ჩინეთმა ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ცალმხრივად შეამცირა

ჩინეთმა ვილნიუსზე დიპლომატიური ზეწოლის განხორციელება დაიწყო, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ახალი ფრონტი გაიხსნა. ჩვენ ამას დიპლომატიურ ზეწოლას ვუწოდებთ. ლიეტუვა პეკინში ვერ იმუშავებს, რადგან ჩინეთმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ცალმხრივად შეამცირა, რამაც ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა და ყველა სახის დიპლომატიური ოპერაციები შეზღუდა“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ჩინეთმა ეკონომიკური ზეწოლა შეამსუბუქა.
„თითქმის ორი წელი ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ეკონომიკური წნეხს განვიცდიდით, მაგრამ ახლა მდგომარეობა უკეთესია“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ვილნიუსში ჩინეთის საელჩომ 24 იანვრიდან ლიეტუვის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა