გაბრიელიუს ლანდსბერგისი – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
კითხვაზე, როგორია ლიეტუვის პოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და უჭერს თუ არა ქვეყანა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უპასუხა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ”.
„ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიხილავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – „MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი – ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს

ნიკა კაცია – თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს, ასევე, 60-ზე მეტი პატიმრისთვის – ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს