გაბრაზებული ქალების ხმა – 8 მარტს ქალები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

გაბრაზებული ქალების ხმა – 8 მარტს ქალები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ
8 მარტს ქალები მსვლელობას გამართავენ და „ერთად გააგონებენ რეჟიმს გაბრაზებული ქალების ხმას”.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს სწორედ ქალის ხმა აქვს.
“ეს ყოველწლიური მარშუია, რომელიც 2010 წლიდან იმართება. წინა წლებში იმ საკითხებზე ვცდილობდიტ საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას, რაც ქალების წინაშე იდგა და რასაც სისტემური და საკანონმდებლო ცვლილება სჭირდებოდა. მესამე წელია უკვე ქალებს გვიწევს ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რაც სცდება ქალთა უფლებრივ საკითხებს, რადგან ქვეყანას აქვს ბევრი კრიზისული გამოწვევები და ეს ისეთი საკიტხებია, რომელიც პირდაპირ გვეხება ქალებსაც. რთულია ვისაუბროთ ქალტა პოლიტიკურ ჩართულობაზე, როცა ქვეყანის მომავალი გახდა ძალიან ბუნდოვანი. ვიქნებით თუ არა დემოკრატია და რა კურსს ავირჩევთ, ესაა ახლა ყველას საზრუნავი და საფიქრალი, მათ შორის, ქალებისას. ქალები ყოველთვის იქ დგანან სადაც მიირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,” – თქვა უფლებადამცველმა და ქალთა მოძრაობის წევრმა იდა ბახტურიძემ.