გაბრაზებული რონალდო მატჩის შემდეგ კამერასთან ყვიროდა – კრიშტიანომ უკმაყოფილება ღიად გამოხატა [VIDEO]

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრიმ” “ალ ფატეჰს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
39 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სამი გოლი გაიტანა, საიდანაც 2 მსაჯმა გაუუქმა და და ვეტერან შემტევს მატჩის შემდეგ ამის გამო უკმაყოფილება არ დაუმალავს.
რონალდო კამერებთან მივიდა და ყვიროდა: “ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ, ყოველთვის ჩემი გოლები უქმდება”.
ინფორმაციისთვის, კრიშტიანოს მიმდინარე სეზონში 14 გოლი აქვს გატანილი, რითაც ჩემპიონატის ბომბარდირია, კარიერაში კი უკვე 920 გოლი მოუგროვდა.