გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დავუქნიეთ ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ

გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დავუქნიეთ ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ
რასაც ჩვენ ვამბობდით, აბსოლუტურად ყველაფერი დადასტურდა. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დონორების ფულის ნაწილი გამოიყენებოდა საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის წახალისებისთვის, პროპაგანდის საწარმოებლად. ვასახელებდით USAID-ს NED-ს, სხვა ორგანიზაციებს და დადასტურდა ამერიკის ხელისუფლების აღიარებით, რომ დესტაბილიზაციისა და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ეს ორგანიზაციები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, დადასტურდა მმართველი გუნდის პოზიცია საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებთან დაკავშირებით და ის მოცემულობაც, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მარიონეტი – დასავლეთსა და რუსეთს შორის ომში.
„საქართველო ბევრ საკითხთან დაკავშირებით ლაკმუსის ქაღალდი გამოდგება ხოლმე და ვხედავთ ჩვენ ახლაც, რომ მიდის გადაჯგუფება; ადრე რაც კეთდებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხელით, რომლებიც თავად -ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის ორგანიზებაში, ახლა ეს მცდელობები და ეს ქმედებები უკვე გადანაწილებული არის ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით, ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე. ვხედავთ ჩვენ უკვე დივერსიფიცირებულ თავდასხმას ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და მთლიანად საქართველოზე. ეს არის ჩვენთვის ტესტი, ვინაიდან როცა საუბარი იყო „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე, აქ ჩვენი წარმოდგენა არის ასეთი, რომ უნდა ამოიძირკვოს სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის ქსელები და არა მოხდეს მათი რებრენდინგი და [არა] ის, რომ რასაც ადრე ერქვა USAID, ახლა დაერქვას ევროპის დემოკრატიის ფონდი, (რომელიც ისედაც არსებობდა) რაღაცა ს დახმარების ორგანიზაცია და ა.შ. ვხედავთ, რომ ორგანიზაციები პირდაპირი გადადიან სხვა ქვეყნების კონტროლის ქვეშ. ვნახეთ რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც „გადაესტონელდნენ“, მათ შორის რამდენიმე ენჯეო და ვხედავთ გადანაწილებას იმ რესურსებისა, რომლებიც აქამდე USAID-ის NED-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხაზით იხარჯებოდა საქართველოში, ახლა სხვა ხაზით რომ შემოვიდეს ქვეყანაში. მიზანი რა არის ხომ ხედავთ, საბოლოო ჯამში, უკვე ყველაფერს გაეცა პასუხი.
რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერი დადასტურდა აბსოლუტურად. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური დონორების ფულის ნაწილი გამოიყენებოდა საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის წახალისებისთვის, პროპაგანდის საწარმოებლად. ვასახელებდით USAID-ს NED-ს, სხვა ორგანიზაციებს და დადასტურდა ამერიკის ხელისუფლების აღიარებით, რომ დესტაბილიზაციისა და პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ეს ორგანიზაციები. ჩვენ ვამბობდით, რომ იყო მცდელობები საქართველო ჩაეთრიათ ომში და პირდაპირ არ ვსაუბრობდით იმ ფაქტებსა და იმ მცდელობებზე, რომელიც იყო, თუმცა ამაზე მივუთითებდით და ამას უტიფრად უარყოფდა ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი და დადასტურდა დღეს ყველაფერი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ომი იყო სინამდვილეში პროქსი ომი, სადაც გამოიყენეს უკრაინელი ხალხი როგორც საკუთარი უსაფრთხოების მიზნების განსახორციელებლად და დღეს ეს აღიარა ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანმა, რომ ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ლიდერს ასეთი მარიონეტობა უნდოდა საქართველოსი და ამიტომ ბრაზდებოდნენ ყოველ ჯერზე. ამიტომ არის ეს რაღაც გაუგებარი აკრძალვები ქვეყანაში შესვლის და ა.შ., რაც აბსურდში გადავიდა, იმიტომ, რომ გაბრაზებულები არიან, როგორ თუ თავი არ დავუქნიეთ ყველაფერზე, როგორ თუ არ შევასრულეთ მარიონეტების როლი და ამიტომაც უნდათ, რომ შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში.
ვხედავთ, როგორ უნდათ გამოზარდონ მათთვის სასურველი მარიონეტები, დაატარებენ საკუთარი ხარჯით სხვადასხვა ქვეყნებსა და ტურებში. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციისა და ენჯეოების ერთობლივი ტური, რომელიც ახლა ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში იყვნენ. ვისი ფულით იყვნენ ამ ქვეყნებში? დაასახელონ, აჩვენონ საზოგადოებას ქვითრები და გადარიცხვები – ვინ იყიდა ბილეთი, ვინ განათავსა სასტუმროში, ვისი ფულით დადიან ქართველი პოლიტიკოსები. ვისი ფულითაც დადიან, მათი მარიონეტები არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ