“გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი” – მდინარაძე ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა:
“ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე ნაცების მესიჯბოქსში, და ეს ჰგავს, ანუ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს ადამიანს უნდა აკავებდეს, იმიტომ, რომ მე პირადად ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მისი გაკრიტიკება მინდოდეს, ცოტა უფრო რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ადამიანური მომენტია. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, მიუხედავად ამისა, ნაცებს რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯობქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას

შალვა პაპუაშვილი – სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები