გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებოს

გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მ განაცხადა.
ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს.
„მომხდარი ინციდენტის თაობაზე დილით გავიგე. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება ამ პიროვნებას, ვინმეს თუ ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, არ მომრიდებია, პასუხი გამეცა ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ, სადაც უამრავი ადამიანი იყო. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ. ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ, მან დააფიქსირა პოზიცია. გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არცერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა.
საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, ამ თემით ქულები დაიწერონ. რაიმე ეჭვი თუ არსებობს, აგერ არის პოლიცია და არ გაუჭირდება ჩივილი. თუ დამიბარებენ, იმავე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც მივეცი აბუ დაბიში, როცა გამოძიება მიმდინარეობდა. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ.
ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა. ნიღბით იყვნენ თუ უნიღბოდ, მომხდარს გამოძიება დაადგენს და თუ მახსენებს, მივალ და ჩვენებას მივცემ“, – განაცხადა მ.
შეგახსენებთ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. -ს ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო