“გააყალბეს სახელოვნად” – ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა

აქცია ორი ოპოზიციური კოალიციის, „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.
დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები წარწერით, “+ცრუსკოს”, “დამიბრუნე ჩემი ხმა”, “გადაგაყოლებთ წერტილებს”.
79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გზად აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ, სადაც პოლიციამ გზა გადაუკეტათ, რის შემდეგაც გაემართნენ უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობისკენ.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მომდევნო საპროტესტო აქცია უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?