„ღვარცოფები, წყალმოვარდნები და სხვა სტიქიური მოვლენები, უკვე დღის წესრიგშია და ზომებია მისაღები“,- ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, უკვე არსებობს 2025 წლის გეოლოგიური ბიულეტენი, საიდანაც ჩანს, რომ ამ მხრივ აჭარა და თრიალეთის ქედი ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, დოკუმენტის მიხედვით, ახალი მეწყრული პროცესები ძალიან გააქტიურებულია.
„ღვარცოფები, წყალმოვარდნები და სხვა სტიქიური მოვლენები, უკვე დღის წესრიგშია და ზომებია მისაღები. დღესაც ხედავთ, რომ რამდენიმე ადგილას გვაქვს სერიოზული პრობლემები, თუშეთში, ხევსურეთში, ხარაგაულში და ა.შ. ჩვენ გვაქვს სერიოზული სამუშაო. უკვე არსებობს 2025 წლის ბიულეტენი, საიდანაც ჩანს, რომ ძალიან არის გააქტიურებული ახალი მეწყრული პროცესები. ასე რომ, ეს მოსალოდნელია, ვიცით და პროგნოზირებადია.
ამ მხრივ, ყველაზე კრიტიკული ძირითადად არის ცენტრალური კავკასიონი და მცირე კავკასიონი, ანუ აჭარა და თრიალეთის ქედი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.
მისი თქმით, ახლა საჭიროა, რომ დასკვნა გამოქვეყნდეს და შესაბამისი ზომები გატარდეს.
„უკვე დაწყებულია ეს პროცესები და ყურადღება მისაქცევია. უნდა გაკეთდეს პირველადი შეტყობინების სისტემები. ვიცით, რომ რისკების ზონები არსებობს, ახლა უნდა გამოქვეყნდეს ის დასკვნები რაზეც იმუშავეს“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.
www.bpn.ge
