SOLO-ს და Mastercard-ის ორგანიზებით, 19 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით, Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია გაიმართება.
მუსიკალურ საღამოებზე, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების ცოცხალ შესრულებას.
ინიციატივის ფარგლებში, SOLO მომხმარებლები ბილეთების შეძენისას SOLO Mastercard world elite ბარათით გადახდის შემთხვევაში 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.
ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:
19 ივლისი – კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, NIKALA
26 ივლისი – KORDZ & BAND
9 აგვისტო – BEDFORD FALLS
16 აგვისტო – ნინი ნუცუბიძე, NIKALA, ლუკა თოფურია, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი
23 აგვისტო – MOKUMOKU
SOLO-ს შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.