SOLO მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO შუქურას პარტნიორი გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, 6-27 ივლისს შუქურაში მუსიკალური სესიები გაიმართება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების: გუგა ხელაიას, ზუკა ყიფოს, თემურიკო დიასამიძის, Kordz-ის, Moku Moku-ს და სხვა გამორჩეული მუსიკოსების პერფორმანსებს.
14 ივლისს კი SOLO მომხმარებლები ევროპის ჩემპიონატის ფინალის ყურებას დიდ ეკრანზე შეძლებენ.
წლის განმავლობაში კი SOLO-ს და შუქურას პარტნიორობით კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.
SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ შუქურა ციხისძირის საცურაო აუზს და შესვლისას ისარგებლონ 30%-იანი ქეშბექით. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ SOLO ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას.