გაასწორეთ კომპასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გზაც კი გამოგრჩებათ – აუსტრევიჩუსი “ოცნებას”

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი NATO-ს შემაჯამებელ კომუნიკეს ეხმაურება, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს, სადაც საქართველო მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.
აუსტრევიჩუსის შეფასებით, 2008 წლის შემდეგ პირველად გაქრა მინიშნება NATO-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.
2008 წლის შემდეგ პირველად გაქრა მინიშნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, რომ დაამარცხა “ლიბერალური ფაიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, გაასწოროს თავისი კომპასი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპული გზაც კი გამოგრჩებათ,” – წერს აუსტრევიჩუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას