“გაათავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი” – ლიზა ყენია გამომწერებს ახალ კლიპს უზიარებს – Marao

ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ლიზა ყენია საცხოვრებლად -ში გადავიდა. იქ მეუღლესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ცხოვრობს.
ამჯერად ლიზა ყენია გულშემატკივრებს საკუთარ ახალ ნამუშევარს უზიარებს:
· „არ ვიცი, ყოველთვის მერიდება ჩემს მიღწევებზე განსაკუთრებული ხაზგასმა” – ლიზა ყენიას კიდევ ერთი წარმატება
· „რაც მარიამი შეყვარებულია, ძალიან შეიცვალა” – მარიამ შენგელიასა და ნუცა თოფურიას ვარსკვლავური დუეტი
ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცეტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის თავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა. ის მობილურის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნის.
ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავსუფლებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.
მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია.
6 წლის ასაკიდან მღერის. “მზიურში” მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს – მაია ჯაბუას მიერ შესრულებული სიმღერა “მეორე ლეგენდა” თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული – პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვილს საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს.
“ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.
რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ – ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო – მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ