„გააგონე ხმა შექოცებულ ოცნებას“ – ბერლინში ჩასულ კობახიძეს აქციით დახვდნენ

ბერლინის ცენტრში, ბრანდერბურგის კარიბჭიდან რამდენიმე მეტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. სატუმროში გამართულ ღონისძიებაზე უშვებდნენ სპეციალურ სიაში მყოფ ადამიანებს – ეუბნება ბერლინში მყოფი საქართველოს მოქალაქე თამაუნა ილურიძე რადიო თავისუფლებას.
წელს ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ც. სწორედ მისი ჩასვლა გააპროტესტეს ბერლინში მცხოვრებმა ქართულმა დიასპორამ.
„Ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში,რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათი თქმით, მთავრობას „აგენტების კანონის“ მიღებით ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს და საფრთხეს უქმნიან ევროპულ მომავალს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოდან ჩასული სტუმრებიც. მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი . ასევე, სახელმწიფო ენერგეტიკული ფონდის – ენერგეტიკის განვითრების ფონდის დირექტორის მრჩეველი ანუკი ბატიაშვილი, ასევე მთვრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე.
დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. რადიო თავისუფლება ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს, რა კრიტიერიუმებით შეარჩიეს ბერლინში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების დამსწრეები.
ფორუმი