მაშინაც კი, როდესაც ოცნებას მართლა მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, ვგულისხმობ, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს – მხარდაჭერის რაოდენობა 50%-მდეც არ ასულა. მაგრამ რეალური მიზანი, რასაც ემსახურება კობახიძის ან ნებისმიერი სხვის განცხადებები, არის გამხნევება საკუთარი თავის და საკუთარი პარტიული აქტივის.
არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ჩვენი გუნდი წინასაარჩევნოდ გაერთიანებას არ აპირებს და არ გვჭირდება, უბრალოდ. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ოპოზიციაში გიორგი გახარია არის პირველი ლიდერი და არა მხოლოდ ოპოზიციაში, სხვათა შორის.
ირაკლი კობახიძის სიტყვებს ვუპასუხებდი ირაკლი კობახიძის სიტყვებით – ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის.
თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში საუბრისას თქვა, რომ ბოლო მონაცემებით, ქართულ ოცნებას აქვს შანსი, მიიღოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან “ნაცმოძრაობა არის 20%-ს ქვემოთ და ყველა სხვა პარტია არის ბარიერს ქვემოთ”.