ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება: “არა და არასოდეს” არ შეიცვლება არა და არასდროს […] ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ დანაშაულის ჩადენას პასუხისმგებლობა მოჰყვება – იმის განურჩევლად, ოდესღაც რა სტატუსის მატარებელი იყავი თუ ხარ.
თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით მის შვილებს მამა დაუბრუნოს.
2021 წლის 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აპირებს თუ არა ექსპრეზიდენტის შეწყალებას, უპასუხა, რომ “არა და არასოდეს”.