ბუჩაში მასობრივი მკვლელობების შესახებ რადიო თავისუფლების ფილმმა საერთაშორისო ჯილდო მიიღო

“საერთაშორისო მაუწყებელთა ასოციაციამ“ (AIB) საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრისთვის ჯილდო გადასცა ქალაქ ბუჩაში, იაბლუნსკის ქუჩაზე მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ გადაღებულ ფილმს – „ბუჩა. იაბლუნსკა“.
ლონდონში გამართულ გალა-ცერემონიაზე, ჯილდო მიიღო ფილმის ავტორმა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა დმიტრო ჯულაიმ.
AIB-ის ჟიურიმ ფილმი გამოარჩია, როგორც ძალიან საგულდაგულო ჟურნალისტური გამოძიება: „გამორჩეული და დაუვიწყარი ნამუშევარი“.
„ბუჩა. იაბლუნსკა“ არის რადიო თავისუფლების გამოძიების მესამე ნაწილი. მასში დაწვრილებით არის წარმოდგენილი 2022 წლის მარტის სამი დღის მოვლენები, რომლებიც ბუჩაში, იაბლუნსკის ქუჩაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ინტენსიური დახვრეტების დროს მოხდა.
სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების, მკვლელობების მანამდე უცნობი კადრების, ს საიდუმლო დოკუმენტების, თვითმხილველთა და მსხვერპლის ნათესავების ჩვენებების გამოყენებით, რადიო თავისუფლებამ მოახერხა რუსი სამხედროების იდენტიფიკაცია, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ იაბლუნსკის ქუჩაზე მასობრივ მკვლელობებში და მოჰყავს ამ დანაშაულში ს უმაღლესი სარდლობის მონაწილეობის მტკიცებულებები.
რადიო თავისუფლებამ მოახერხა დაკავშირებოდა გამოძიების ერთ-ერთ ფიგურანტს, რუს სერჟანტ ვლადიმირ ბორზუნოვს და მიეღო მისგან დადასტურება, რომ ის მონაწილეობდა მკვლელობებში.
ფილმის მეორე ნაწილმა, სახელწოდებით – „ბუჩა. თავდამცველ პობიჰაის მკვლელობა“, 2025 წლის მაისში -ში მიიღო „ნიუ იორკის ფესტივალების ტელე-კინო დაჯილდოების“ (New York Festivals TV & Film Awards) ოქროს ჯილდო, ნომინაციაში „ადამიანის უფლებები“.
ფილმის პირველი ნაწილი კი – უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკ ოლეკსი ტელიჟენკოს მკვლელობაზე – იქცა საფუძვლად უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ეჭვმიტანილად გამოეცხადებინათ რუსი ოფიცერი, რომელიც გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი იყო.
რუსეთი უარყოფს ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებში რუსი სამხედროების მონაწილეობას. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ბუჩაში რუსეთის ჯარის ყოფნის პერიოდში ქალაქში „რაიმე ძალადობრივი მოქმედებებისგან არც ერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაზარალებულა“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი ბუჩაში მასობრივ დახვრეტებს „სიყალბე“ და „პროვოკაცია“ უწოდა.
„საერთაშორისო მაუწყებელთა ასოციაცია“ აერთიანებს მაუწყებლებს, რომლებიც ქმნიან ადილობრივ, ეროვნულ, საერთაშორისო და გლობალურ მედიაკონტენტს. AIB-ის წევრები არიან BBC, ABC, France Medias Monde, RFE/RL, USAGM და სხვები.
ფორუმი