ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო, ობამას დროს მიიღეს ყირიმი, ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ – ტრამპი
ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხალხს ასევე სურს გარიგების დადება, რადგან ისინი დაიტანჯნენ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.
„მაგრამ თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო; პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი, დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა. მიწის დიდი ნაჭერი, სადაც მათ ჰყავთ თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს, არა? ყირიმი; პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს; პრეზიდენტ ბაიდენის დროს სცადეს მთელი რაღაცის მიღება. მათ სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ რაღაცას. ასე რომ, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ბუშს, ობამასა და ბაიდენს. მათ ბევრი წაიღეს. ერთადერთი, რაც მათ არ მიუღიათ, იცით, რა მივეცი მათ? მე მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი, რა მივეცი მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ „ჯაველინები““, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.(საზოგადოებრივი მაუწყებელი)
