ბუშელი ხორბლის ფასი $7,1-მდე გაიზარდა -Trading Economics

Tradingeconomics-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება. დღეს ხორბლის ღირებულებამ 15%-ზე მეტით მოიმატა და ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 7,1 დოლარი შეადგინა, რაც უმაღლესი ფასია 2023 წლის ივლისის შემდეგ, როცა უამინდობის გამო მიწოდება შეფერხდა.
რუსეთში, იმ რაიონებში სადაც მარცვლეული მოჰყავთ, ყინვებმა შესაძლოა ხორბლის დათესილი ფართობის 1%-ი გაანადგუროს, რის გამოც 3 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სავარაუდოდ 900 ათას ჰექტარამდე მოსავალი დაიკარგა ყინვისა და წვიმის ნაკლებობის გამო. გარდა ამისა, მაისის დასაწყისში ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს ბრაზილიის რიო გრანდე-დუ სულის შტატს, რომელიც ხორბლის მსხვილი მწარმოებელია.
WASDE-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, პროგნოზირებულია, რომ მიწოდება ოდნავ 2.2 მილიონი ტონით შემცირდება 2024/2025 წლებში, ხოლო გლობალური მოხმარება სავარაუდოდ 2 მილიონი ტონით გაიზრდება.