ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, 17 წელი გავიდა, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ნატოს მხარდაჭერა შემცირდა

ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, 17 წელი გავიდა, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ნატოს მხარდაჭერა შემცირდა
ბუქარესტის სამიტიდან, სადაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, 17 წელი გავიდა, შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში ნატოს.
„ნატოში ინტეგრაციას არ აქვს ასეთივე ძლიერი მხარდაჭერა [როგორც ევროკავშირს], მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქართველები უბრალოდ დაიღალნენ ნატოში მიღების მოლოდინით. მას შემდეგ, რაც 2008 წელს, ბუქარესტში გაიმართა სამიტი, როდესაც ნატოს ლიდერებმა პირობა დადეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, მას შემდეგ და დღემდე – გავიდა 17 წელი – ჩვენ არ მიგვიღია არანაირი სიგნალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. შესაბამისად, ამან გამოიწვია იმედგაცრუება საქართველოს მოქალაქეებში, რის გამოც ჩვენ ვხედავთ ნატოს მხარდაჭერის შემცირებას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან შედარებით. და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სავარაუდოა, რომ ნატოში ინტეგრაციის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად შემცირდება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოხდება იგივე ევროკავშირთან მიმართებით უახლოეს მომავალში, დეპუტატი ამბობს, რომ თუ ევროკავშირი არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოსთვის, საზოგადოება ლოდინით დაიღლება.
„თუ მომდევნო 15 წელიწადში ჩვენ აღმოვჩნდებით იმავე პოზიციაში, ანუ გავაგრძელებთ კაკუნს ევროკავშირის კარზე და არ გვექნება პოზიტიური გამოხმაურება, რა თქმა უნდა, იგივე მოხდება ევროკავშირთან მიმართებით. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიური არ განმეორდება ევროკავშირთან დაკავშირებით. ასევე იმედი მაქვს, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს, მოლაპარაკებები გაიხსნება, რათა საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის პოტენციური წევრი“,- აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს