“ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან”- მირალემ პიანიჩი

ცსკა-ს ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა Championship-თან ინტერვიუში ერთმანეთს ჯანლუიჯი ბუფონი და იგორ აკინფეევი შეადარა.
ბოსნიელის თქმით, მათ ერთი საერთო თვისება აქვთ და ეს გამარჯვებულის მენტალიტეტია.
“ჯიჯი უნიკალურია, მან მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი კვალი დატოვა, რით ჰგვანან ჯიჯი და აკინფეევი? ორივეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ”, – განაცხადა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, გამოცდილი ნახევარმცველი სხვადასხვა დროს “ლიონის”, “რომას”, “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში