“ბუფეტშიც, გარეთაც, შიგნითაც” – კობახიძის თქმით, UK-ში 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გაესაუბრა

“მე მქონდა საშუალება, რომ ოცამდე პოლიტიკურ ლიდერს გავსაუბრებოდი, საკმაოდ ხანგრძლივად ამ სამიტის ფარგლებში” – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი მ კითხვას, გაერთიანებულ სამეფოში რატომ არ ჰქონდა დახურულ კარს მიღმა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან და თუ იყო ასეთი შეხვედრები, რატომ არ გახადა საჯარო.
კითხვაზე, სად გაესაუბრა ევროპელ ლიდერებს, პრემიერმა თქვა, რომ “ამის საშუალებას გაძლევს სამიტი სხვადასხვა ფორმით, ეს არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმა კომუნიკაციის, ვიდრე ის, რომ… როდესაც საუბარია სანდუს შეხვედრებზე, აბა, სად გაიმართა ეს შეხვედრები? ე.წ ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ”.
კითხვაზე, თქვენ ბუფეტში რატომ არ გამართეთ”?, პასუხობს – “სწორედ ბუფეტშიც გვქონდა, გარეთაც გვქონდა და შიგნითაც, ყველგან გვქონდა ეს შეხვედრები, ოცამდე პოლიტიკურ ლიდერთან, აქედან გამომდინარე, ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს”.
პრემიერმინისტრის თქმით, მას ჰქონდა ჯოზეფ ბორელთან გასაუბრების საშუალებაც.
“ყველაფერთან დაკავშირებით. საინტერესო საუბარი იყო სხვათაშორის, მისგანაც ძალიან საინტერესო მესიჯები იყო, რასაც ვერ გავახმოვანებ, რადგან კონფიდენციალობა უნდა დავიცვა. იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერი, რომელთანაც მქონდა გასაუბრების საშუალება, გვერდზე მეჯდა პრეზიდენტი მაკრონი, რომელთანაც მქონდა ასევე საუბრის საშუალება და აქტიურად გამოვიყენე.
მე ვნახე საერთო სურათი, რომელიც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გაუგებრობები იყო და არის დროებითი და როგორც კი დასრულდება ომი ში, მაშინვე დასრულდება ეს გაუგებრობებიც. ამის თქმის საშუალებას მაძლევს მათ შორის ის განწყობაც, რომელიც დავინახე ამ სამიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან” – თქვა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე 18 ივლისს იმყოფებოდა.