ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საშინაო მატჩი წააგო ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნამ”. ქართველი ფორვარდის გუნდმა “მანრესას” უმასპინძლა და 15 ქულის სხვაობით – 74:89 დამარცხდა. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი თანაფარდობით შეასრულა საჯარიმოებიც. მისი ნასროლი 2 სამქულიანი კი მიზანს ასცდა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 13 ერთეული შეადგინა, რაც “ლეიმა კორუნას” რიგებში მესამე შედეგი
იყო – ბრენდონ ტეილორისა და გორან ჰუკიჩი შემდეგ.
3 მოგებითა და 7 მარცხით “ლეიმა კორუნა” 18-გუნდიან ლიგა ენდესაში მე-16 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 დეკემბერს, “კორუნა” სტუმრად, “ხირონასთან” ითამაშებს.
GBF.GE