ბურჯანაძის 14 ქულა ანდორაში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში შედეგიანად ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე, რომელიც სტუმრად დამარცხდა. “ლეიმა ბასკეტ კორუნა” სტუმრად ეთამაშა “მორაბანკ ანდორას”. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 112:87 დასრულდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავის გუნდელთაგან ყველაზე მეტი – 28:31 წუთი ითამაშა. ბურჯანაძემ 6-ჯერ ესროლა სამქულიანიც, ორქულიანიც და საჯარიმოც. ბექამ 1 ორიანი და 3-3 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. საერთო შედეგიანობით ბურჯანაძე თავის გუნდში მხოლოდ ბრენდონ ტეილორს ჩამორჩა, რომელმაც
16 ქულა და 7 პასი მიითვალა.
1 მოგებითა და 2 მარცხით “კორუნა ბასკეტი” 18-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 19 ოქტომბერს, შინ “უნიკახასთან” გამართავს. დღეს მე-3 ტურის მატჩს გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ჩაატარებს, რომელიც კატალონიურ “ბარსელონას” უმასპინძლებს.
GBF.GE