კოალიცია “ჩემი ხმა ევროკავშირს”-ის წევრი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნება” ეუთო/ოდირს პოლიტპატიმრების საქმეების მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.
მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში მოიწვია.
“პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ოცნება ეუთო ოდირს არ აძლევს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას.
პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში.
ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული.
ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ.
2013 წელს, ოცნებამ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?”, – წერს ბურჯანაძე.