ბურჭულაძის სარჩელი რამიშვილის წინააღმდეგ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა – დეტალები

მთავარი არხის ცნობით, პაატა ბურჭულაძის სარჩელზე, რომლითაც ის შალვა რამიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გზირიშვილმა ბურჭულაძის არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ბურჭულაძე “პოსტივისგან” მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ 100 000 ლარს ითხოვდა, ხოლო რამიშვილისგან – 50 000 ლარს.
ბურჭულაძე სადაოდ ხდის რამიშვილის მიერ “პოსტივის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საოპერო სცენის ვარსკვლავი ქველმოქმედებისთვის მისივე სახელობის ფონდში შეგროვებულ თანხებს ითვისებდა. ბურჭულაძის თქმით, ამ უსაფუძვლო ცილისწამებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა – მისი რეპუტაციის დაზიანება.
ბურჭულაძის ადვოკატები საქალაქოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ, ხოლო მას შემდეგ რაც ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას ამოწურავენ, საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის