ბურჭულაძე: შევძლებთ, ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო შეძლებს, რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყოს ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
“იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით”, – განაცხადა მან.
მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია.
“ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება”, – თქვა ბურჭულაძემ.
მანამდე, 18 დეკემბერს მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა. მისივე თქმით, ორ წელში, ფაქტობრივად, სრულად იქნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა – მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, სამხედრო ობიექტები, სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები