მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ბედნიერია, თუ ქალბატონი სალომე გაემიჯნათ.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, “ქართველ ხალხს უნდა თავისუფლება და არა ის, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი”.
მე ძალიან ბედნიერი ვარ, თუ ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] გაემიჯნა ამას იმიტომ, რომ მართლა უნდა გამიჯნოდა.
იფიქროს, იფიქროს – ქართველ ხალხს უნდა თავისუფლება და არა ის, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
პრეზიდენტის სასახლის აღების ეს დაცინვა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, რათა დისკრედიტაცია გაუწიოს ქართველი ხალხის 310-დღიან მშვიდობიან პროტესტს. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად უარვყოფ ამას და მშვიდობიანად გავაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.