ბურჭულაძემ აქციაზე დეკლარაცია წაიკითხა – “ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის”

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, პაატა ბურჭულაძემ თქმით, “ეროვნული კრების დეკლარაცია” წაიკითხა. ბურჭულაძის განცხადებით, ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს.

დეკლარაცია აცხადებს:

“1) ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.

2) ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.

3) მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.

ამ წუთიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს.

ახლა ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოცნების 6 წევრ ადამიანზე, ვინც არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს მოვითხოვთ მათ დატყვევებას და პირდაპირ მიყვანას საპყრობილეში:

1. ირაკლი 2. 3. ანზორ ჩუბინიძე 4. 5. 6. ” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას