ბურუსით მოცული კატასტროფა: 3 საეჭვო დეტალი ბელგოროდთან “ილ-76”-ის ჩამოვარდნის საქმეში

ამ სტატიას სპეციალურად, 24 საათის გასვლის შემდეგ ვწერ, მაგრამ ერთი დღე-ღამის შემდეგაც ბოლომდე გარკვეული არ არის ბევრი დეტალი, 24 იანვრის დილას ს ბელგოროდთან ჩამოვარდნილ სატრანსპორტო თვითმფრინავ „ილ-76“-თან დაკავშირებით…

რუსული ვერსიის თანახმად, ამ თვითმფრინავით ბელგოროდში გადაჰყავდათ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც უკრაინის საზღვართან რუსულ სამხედრო ტყვეებზე უნდა გადაეცვალათ. თვითმფრინავში მათ გარდა იმყოფებოდა ეკიპაჟის ექვსი წევრი და ტყვეების თანმხლები სამი პიროვნება.

ერთადერთ ვიდეოკადრში, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ჩანს ცეცხლწაკიდებული „ილის“ პიკირება და მიწაზე დაცემისას – აფეთქება, ასევე, კვამლის ღრუბელი ცაში, რაც ძალზე წააგავს საზენიტო რაკეტის აფეთქების კვალს, რაც კიდევაც დასტურდება ჩამოვარდნილი „ილის“ ფრაგმენტებზე მსხვილი ნახვრეტების აღმოჩენისას. ამას, როგორც წესი, დიდი გაბარიტების და შორსმფრენი საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინში მოთავსებული დამაზიანებელი ელემენტები ახდენენ, დეტონაციისას დიდი სისწრაფით გატყორცნის შემდეგ. ამიტომაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს უკრაინელების მიერ გაშვებული „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტის ნამოქმედარია, მით უმეტეს, რომ ბოლო თვეებში სწორედ ასეთმა „მომთაბარე“ „პეტრიოტმა“ არა ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო…

შეიქმნა რთული სიტუაცია – ერთი მხრივ, უკრაინის მხარეს საამაყოდ ექნებოდა საქმე, რადგან კვლავ წარმატებით გამოუვიდა მორიგი „საზენიტო ჩასაფრება“ და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 50-იოდე კმ-ის სიღრმეში, უშუალოდ რუსეთის ციდან „ჩამოხსნა“ რუსეთის საოკუპაციო ძალების მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც მანამდე აქტიურად გამოიყენებოდა რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალითა და საბრძოლო მასალებით მოსამარაგებლად…

ვრცლად