ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდამ“ აიღო.
ბურკინა-ფასოს უშიშროების მინისტრმა, მაჰამადუ სანამ განაცხადა, რომ მთავრობამ თავდასხმას სახმელეთო და საჰაერო ძალებით უპასუხა და დაღუპულთა შორის მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან.
„არ ვაპირებთ ასეთ ბარბაროსობას შევეგუოთ“,- განაცხადა სანამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)